ფეხბურთი
6.13.2012
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა — ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი, რომელიც ტარდება უეფა-ს მიერ წამყვანი ევროპული საფეხბურთო კლუბების მონაწილეობით 1955 წლიდან. ჩემპიონთა ლიგა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირია ევროპაში.
ევროპის ჩემპიონატი 2000
ორ ბენილუქსურ ქვეყანაში გამართულმა კონტინენტის მორიგმა პირველობამ (ბელგია–ჰოლანდია) გულშემატკივრებს მრავალი დაუვიწყარი მომენტი და მატჩი აჩუქა, ბევრი მოულოდნელი შედეგიც აღინიშნა, გოლების სიმრავლემ კი, რაც შემტევ ფეხბურთს მოჰყვა, მაყურებელს დიდი სიამოვნება განაცდევინა.
ევროპის ჩემპიონატს პირველად ჰყავდა ორი მასპინძელი. ბელგიამ და ჰოლანდიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, მშვენივრად გაართვეს თავი ტურნირის ორგანიზატორობას, ოქროს მედლები კი ძალიან საინტერესო ფინალურ ორთაბრძოლაში გათამაშდა. ორი წლით ადრე ემე ჟაკეს მეთაურობით საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიო პირველობა მოიგო, ამჯერად კი საფრანგეთის არმიის პოლკოვნიკ როჟე ლემერის დამოძღვრილი გუნდი მეტად სოლიდურად გამოიყურებოდა. მუნდიალის შემდეგ სამფეროვანთა ფორვარდებმა ტიერი ანრიმ და დავიდ ტრეზეგემ კიდევ უფრო მოუმატეს და ზინედინ ზიდანსა და კაპიტან დიდიე დეშამთან ერთად ნაკრების ლიდერთა როლში მოგვევლინნენ. ფრანგთა ნაკრებში კი საუკეთესო მაინც ზიდანი გახლდათ. ტურინის ”იუვენტუსის” ნახევარმცველმა ესპანეთთან მეოთხედფინალში უშუალოდ საჯარიმო დარტყმით გაიტანა ულამაზესი გოლი, პორტუგალისთან ნახევარფინალში კი სწორედ ზიზუმ გამოიჩინა თავი ოვერტაიმის დასრულებამდე სამიოდე წუთით ადრე და საკუთარი ნაკრები ფინალში გაიყვანა. ”დარწმუნებული ვარ, ზინედინ ზიდანს თავი რომელიღაც ადგილას ამოტვირფული აქვს, ”დამზადებულია სამოთხეში”. ამ ფეხბურთელს ღვთისგან ყველა საჭირო თვისება აქვს მომადლებული”, - ასე ახასიათებდა ტურნირის მსვლელობისას ფრანგთა ვარსკვლავს უეფას შოტლანდიელი ტექნიკური დირექტორი ენდი როქსბურგი. ზიზუსთან შედარებით შედარებით ფერმკრთალად ბევრი აღირებული დიდოსტატიც კი გამოიყურებოდა. მაგალითად, მადრიდის ”რეალის” შეტევის ლიდერმა რაულმა ფრანგებთან სამეოთხედფინალო მატჩის დამატებით დროში თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, რითაც ესპანეთის ნაკრების საფინალო შანსს ხაზი გადაუსვა. ისე კი, პირენელებმა ჯგუფიდანაც ძლივს გააღწიეს – ისინი იუგოსლავიასთან 2:3 მარცხდებოდნენ და ზედიზედ ორი ბურთის გატანა მხოლოდ ასპარეზობის მიწურულს მოახერხეს. პირველ ეტაპზე მტკიცე ხასიათი პორტუგალიამაც გამოავლინა. მათ ინგლისელებს 3:2 სძლიეს, არადა, თავდაპირველად 0:2-ს აგებდნენ. საბოლოოდ ჯგუფიდან სწორედ პორტუგალია გავიდა, ალბიონელებმა და გერმანელებმა კი მეორე სტადიაზე ვერ გააღწიეს.
შეჯიბრების ერთ-ერთი მასპინძლის, ბელგიისთვისაც ჯგუფური ეტაპი ევრო2000-ზე უკანასკნელი ეტაპი აღმოჩნდა, ჰოლანდიელები კი მეოთხედფინალში რიხით გავიდნენ, დაამარცხეს რა იუგოსლავია 6:1. თუმცა, ნახევარფინალში ფრანკ რაიკაარდის ბიჭებმა დინო ძოფის ”სკუადრა აძურასთან” ვერაფერი გააწყეს. არადა, იტალიელები პირველი ტაიმის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. ბენილუქსელებმა ამით ვერ ისარგებლეს, სათამაშო უპირატესობის მიუხედავად არათუ სათამაშო ეპიზოდიდან ვერ მოახერხეს ფრანჩესკო ტოლდოს კარის აღება, ორი პენალტიც ვერ გამოყენეს. მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების სერიის დროს კი ჰოლანდიელებმა სამჯერ ვერ მოახერხეს ბურთის ტოლდოს კარის ბადეში მოთავსება, რის გამოც, 1968 წლიდან მოყოლებული პირველად, იტალიელები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ. მეორე ნახევარფინალური წყვილის დასკვნით წუთებზე უკვე მოგახსენეთ – ფრანგებმა პორტუგალიელებს დამატებით დროში 2:1 სძლიეს და გადამწყვეტ მატჩში აპენინელთა პირისპირ წარსდგნენ.
ფინალური პაექრობის მეორე ტაიმის დასაწყისში მარკო დელვეკიოს ზუსტი დარტყმის შემდეგ ”სკუადრა აძურა” წინ გავიდა. ერთი შეხედვით ჩანდა, ფრანგებს მარცხისგან არაფერი იხსნიდა, მაგრამ მსაჯის მიერ წამატებულ დროში სილვენ ვილტორმა ტოლდოს აჯობა და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა. არადა, ამ მომენტამდე რამდენიმე წუთით ადრე ალესანდრო დელ პიეროს ხელსაყრელი მომენტი შეექმნა, მაგრამ არაზუსტად ითამაშა და ფრანგებს შანსი დაუტოვა, რომელიც ლემერის გუნდმა სათანადოდ გამოიყენა. დამატებითი დროის მეცამეტე წუთზე კი დავიდ ტრეზეგემ მოხდენილი, ეფექტური დარტყმით იტალიელები ნოკაუტში ჩააგდო, თავის პარტნიორებსა და მილიონობით ფრანგ გულშემატკივარს კი ენით აუწერელი სიხარული მოუტანა.

უეფა-ს ევროპის ლიგა
უეფა-ს ევროპის ლიგა (UEFA Europa League), საფეხბურთო ტურნირი ევროპის ქვეყნების კლუბებს შორის, რომლის ორგანიზატორია უეფა. ეს არის ყველაზე პოპულალური საფეხბურთო საკლუბო ჩემპიონატი ევროპაში ჩემპიონთა ლიგის შემდეგ. კლუბების კვალიფიკაცია უეფა-ს ევროპის ლიგისათვის დამოკიდებულია მათ შედეგებზე ეროვნული ლიგებისა და ადგილობრივი თასების შეჯიბრებებში.
თასის გათამაშება, უეფა-ს თასის სახელწოდებით, 1971 წელს დაიწყო და მან შეცვალა საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი, რომელიც 1955 წლიდან თამაშდებოდა. 1999 წელს უეფა-ს თასების მფლობელთა თასი გაუქმდა და გაერთიანდა უეფა-ს თასთან. 2009 წელს სახელი გადაერქვა და ეწოდა უეფა-ს ევროპის ლიგა.
მადრიდის „ატლეტიკო“ თასის მოქმედი მფლობელია. მან 2012 წლის 9 მაისს, ბუქარესტში, ბილბაოს „ატლეტიკი“ დაამარცხა.
გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელები
ვიტალი დარასელია, გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი "დინამოს" ნახევარმცველი საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ნახევარმცველი, საბჭოთა კავშირის ნახევარმცველი, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი, უეფას თასების მფლობელთა თასების მფლობელი (1981). საფეხბურთო კარიერა დაიწყო სოხუმის "დინამოში" შემდეგ გადავიდა თბილისის დინამოს შემადგენლობაში (1975–82) წლებში. საერთოდ ქართული ფეხბურთის დიდი წარმატება,უკავშირდება 1981 წლის 13 მაისს უეფას თასების მფლობელთა თასის გათამაშებას, როდესაც მატჩის დამთავრებამდე 3 წუთით ადრე დარასელიამ გაიტანა უმნიშვნელოვანესი და ისტორიული გოლი, რომლის წყალობით"დინამომ" დაამარცხა იენას (გერმანიის დემოკ.რესპ.) "კარლცაისი" და გახდა უეფას თასების მფლობელთა თასების მფლობელი. ამ ისტორიული მომენტიდან რამდენიმე თვის შმდეგ პოპულარობის ზენიტში მყოფი ვიტალი დარასელია ტრაგიკულად დაიღუპა.მისი სიკვდილი აუნაზღაურებელ დანაკლისად იქცა ქართლ ფეხბურთში.
თემურ ქეცბაია დაიბადა 18 მარტს 1968 წელს, გალში. ქართველი ეხბურთელი 90–იანი წლების საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წამყვანი მოთამაშე. საფეხბურთო კარიერა სოხუმის დინამოში დაიწყო. 1987 წ. პერსპექტიული ნახევარმცველი თბილისის დინამოში გადავიდა. 1992 წ. კვიპროსულ კლუბში "ანორთოსისი" გადავიდა. 1994 წ. კი "AEK" ირიცხება. რომლის შემადგენლობაშიც საბერძნეთის ჩემპიონი და ფანების კერპი გახდა. ყოფილი საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ნახევარმცველი,კარიერის დასრულებისთანავე გახდა მწვრთნელი. 2009წლის 6 იანვრიდან,წვრთნის საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.
ვლადიმერ გუცაევი, დაიბადა 1952 წელს 21 დეკემბერს. თავდამსხმელი, მწვრთნელი, საპატიო სპორტის ოსტატი (1981წ.). იგი თამაშობდა დინამოში, (1971–1986წ). 304 თამაში აქვს ჩატარებული 47 გოლის ავტორია,საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში. ს.ს.რ.კ. ჩემპიონი 1978 წ. საბჭოთა კავშირის თასის გამარჯვებული 1976წელს. ევროპის კონკურსების 34 მატჩიდან 10 გოლი გაიტანა.
ალექსანდრე ჩივაძე 1980 წლის საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. " ფრანს ფუტბოლის" მიერ ორგანიზებულ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ რეფერენდუმში კი 1981 წ. მე–8 ადგილი დაიკავა. (1993–96) და (2001–2003) წლებში ალექსანდრე ჩივაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ. წლების მანილზე იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი, ჩივაძე არის სპორტის დამსახურებული ოსტატი ღირსების ორდენის კავალერი.
უეფა-ს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი
უეფა-ს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი — ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის წევრი ქვეყნების მამაკაცთა ეროვნული საფეხბურთო გუნდების საერთაშორისო შეჯიბრი. ღონისძიება ტარდება ყოველ ოთხ წელიწადში. პირველი ტურნირი გაიმართა 1960 წელს. 1968 წლამდე ტურნირს ერქვა ევროპის ნაციონალური თასი.
ტურნირში მოსახვედრად ნაკრებები გადიან საკვალიფიკაციო ეტაპს (მასპინძელ ქვეყანას/ქვეყნებს ავტომატურად ენიჭებათ ჩემპიონატის საგზური). ტურნირის ფინალურ ფაზაში 16 ეროვნული გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს მასპინძელი ქვეყნის სტადიონებზე დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში.
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი სულ 13-ჯერ ჩატარდა და ცხრა ქვეყანამ შეძლო უმღლესი ტიტულის მოპოვება. ყველაზე მეტჯერ, 3-ჯერ, გამარჯვება შეძლო გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა. შემდეგ მოდიან საფრანგეთისა და ესპანეთის გუნდები ორი ტიტულით.
ევროპის მოქმედი ჩემპიონია ესპანეთი, რომელმაც 2008 წლის შვეიცარია-ავსტრიაში ჩატარებული ტურნირის ფინალში გერმანია დაამარცხა ანგარიშით 1–0. მომდევნო ჩემპიონატსპოლონეთ-უკრაინა უმასპინძლებს 2012 წლის ივნის-ივლისში.
Subscribe to:
Posts (Atom)