6.13.2012

უეფა-ს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი


უეფა-ს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი — ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის წევრი ქვეყნების მამაკაცთა ეროვნული საფეხბურთო გუნდების საერთაშორისო შეჯიბრი. ღონისძიება ტარდება ყოველ ოთხ წელიწადში. პირველი ტურნირი გაიმართა 1960 წელს. 1968 წლამდე ტურნირს ერქვა ევროპის ნაციონალური თასი.
ტურნირში მოსახვედრად ნაკრებები გადიან საკვალიფიკაციო ეტაპს (მასპინძელ ქვეყანას/ქვეყნებს ავტომატურად ენიჭებათ ჩემპიონატის საგზური). ტურნირის ფინალურ ფაზაში 16 ეროვნული გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს მასპინძელი ქვეყნის სტადიონებზე დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში.
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი სულ 13-ჯერ ჩატარდა და ცხრა ქვეყანამ შეძლო უმღლესი ტიტულის მოპოვება. ყველაზე მეტჯერ, 3-ჯერ, გამარჯვება შეძლო გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა. შემდეგ მოდიან საფრანგეთისა და ესპანეთის გუნდები ორი ტიტულით.
ევროპის მოქმედი ჩემპიონია ესპანეთი, რომელმაც 2008 წლის შვეიცარია-ავსტრიაში ჩატარებული ტურნირის ფინალში გერმანია დაამარცხა ანგარიშით 1–0. მომდევნო ჩემპიონატსპოლონეთ-უკრაინა უმასპინძლებს 2012 წლის ივნის-ივლისში.

No comments:

Post a Comment