საქართველო დამოუკიდებლად ჩემპიონატს 1990 წლიდან ატარებს. საქართველოს ჩემპიონატის პირველი მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა. ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და ფოთის „კოლხეთი“დაუპირისპირდნენ. თამაში ვიტალი დარასელია უმცროსის ბურთის გაგორებით დაიწყო. მაშინდელ შეხვედრას დიდი რაოდენობით მაყურებელი დაესწრო.
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თავდაპირველად 18 გუნდი მონაწილეობდა, შემდეგ სეზონში გუნდების რაოდენობა 20 გახდა, 1992-93 წლებში ისევ 17. 1993-94 წლის სეზონში 19 გუნდამდე გაიზარდა, თუმცა მალევე შემცირდა და 2000 წლამდე 16 გუნდი მონაწილეობდა. შემდეგი 4 წლის მანძილზე უმაღლეს ლიგაში 12 გუნდი მონაწილეობდა, 2004-05 წლების სეზონში – 10, მაგრამ 2005 წელს ფეხბურთის ფედერაციის სათავეში მოსული ნოდარ ახალკაცის მიერ 16 გუნდამდე გაიზარდა, რაც რეგიონების აქტიურობით იყო მოტივირებული. გარდა ამისა, ამავე პერიოდში უმაღლეს ლიგას შეუერთდნენ სოხუმის „დინამო“ და ცხინვალის „სპარტაკი“, თუმცა, ამასთანავე, უმაღლეს ლიგას უსახსრობის გამო ბევრი გუნდი ტოვებდა. 2006-08 წლების სეზონში 14 გუნდი ასპარეზობდა, 2008-09 წლებში – 11, 2009-11 წლებში – 10. 2011 წლიდან უმაღლესი ლიგა 12-გუნდიანი ჩემპიონატია.
No comments:
Post a Comment